ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ “დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ “პროევროპული” ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ”.
მისივე თქმით, ეს ღონისძიება იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც თავად უწოდებს ევროპულ “ცივ კომფორტს” გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ.
“დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ეს ორი ფოტო, რომელიც გადავიღე, ვფიქრობ სრულად ასახავს ამ ღონისძიების სულისკვეთებასაც და პათოსსაც.
გამოფენის გარეთ ბევრ ადგილას განთავსებულ პოსტამენტზე გრავირებული კოსმოპოლიტ ზურაბ ჟვანიას საკრალური ფრაზა, და გამოფენის შიგნით რადიკალთა უწყვეტი პროტესტის (ალბათ ევროკავშირის დაფინანსებული) ამსახველი ფოტოალბომები. ეს ძალადობრივი აქციები კი, მათ შორის ევროკავშირის ფულის გამოყენებით მოეწყო.
დიახ, დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ ზუსტად ისინი ვისაც ველოდებოდი, რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ “პროევროპული” ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ. ვხედავდი როგორ ეტენებოდნენ ევროკავშირის სტენდებთან მდგომ უცხოელებს, რომ მათგან სავიზიტო ბარათები მიეღოთ. მოკლედ, “ცალ ფეხზე დგომის” პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული რაც უბრალო ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა.
ჩემი სუბიექტური შეხედულებით, იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც მე ვუწოდებ ევროპულ “ცივ კომფორტს” გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ. ეს იყო და ეს. თავადაც ხვდებიან, რომ ასეთი გამოფენებით ხალხს ვეღარ გააბრუებენ, როგორც ადრე.
ვფიქრობ, ევროპისგან განხიბლვის პროცესი ნელა მაგრამ იწყება. თუმცა, ალტერნატივა რა გვაქვს, ეს ჯერ არ ვიცი, და ვფიქრობ ინტენსიურად, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. მგონია, რომ კიდევ ბევრი ფიქრობს.”- წერს ანჯაფარიძე.









