9 მაისი, შაბათი, 2026
9 მაისი, შაბათი, 2026

გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც “ქართულ ოცნებაში”, ჯერ ჩვენს ზოგიერთ გამყიდველს, მერე ალტ-ინფოს და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა, ახლა “ნაცების” მედიაარხები აპიარებენ მას – ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ

აი ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი “მსახურების” მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, – წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

გამსახურდიას განცხადებით, სპირიდონ ცქიფურიშვილმა ვერ მოიპოვა ფინანსები ვერც საპატრიარქოში და ვერც “ქართულ ოცნებაში”, შედეგად, რუსეთუმეებს მიეკედლა, ხოლო ახლა, “ნაცმოძრაობის” მედია აპიარებს მას.

“სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები, ერთ-ერთ ეპარქიაში,მერე საპატრიარქოში და ვერც ქართულ ოცნებაში, ჯერ ჩვენ ზოგიერთ გამყიდველს, მერე ალტ-ინფოს და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა. ახლა კიდევ, ჰოი საოცრებავ, ჩვენი ე.წ. პრო-დასავლური და სინამდვილეში რუსების მოთრეული ნაცების მედიაარხები აპიარებენ მას. უსმინეთ ეს ნაძირალა რას იძახის, ამის მოწოდების მერე დაიწყო ძალადობრივი აქცია, რომელმაც ქვეყანას, უდიდესი ზიანი მიაყენა,” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/reel/1744764856894226

ავტორი:

ბოლო სიახლეები