9 მაისი, შაბათი, 2026
9 მაისი, შაბათი, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სახლში ესტუმრა.

მთავრობის თავმჯდომარემ, 99 წლის დევნილ ვეტერან ორესტი ბერულავას 9 მაისის დღესასწაული მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

„ეს გამარჯვება კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი გმირი ვეტერანების თავდადებამ და შეუპოვრობამ მოიტანა. ჩვენი უპირველესი ვალია, არა მხოლოდ გავუფრთხილდეთ ამ ადამიანებს, არამედ მომავალ თაობებს უცვლელად შევუნარჩუნოთ იმ გმირობის მეხსიერება, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა დაუბრუნა“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი, ერთადერთი ვეტერანი 2000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები