9 მაისი, შაბათი, 2026
9 მაისი, შაბათი, 2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს.

„შესაძლოა. ეს კარგი იქნებოდა. მსურს, რომ ეს დასრულდეს. ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი რამ არის. ყოველთვიურად 25000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს სიგიჟეა. ასე რომ, ეს სავსებით შესაძლებელია“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

„ეს ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა კინეტიკური აქტიურობის შეჩერებას და ასევე ყოველი ქვეყნიდან 1000 ტყვის გაცვლას. ეს მოთხოვნა პირადად მე გავაკეთე, და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მასზე დათანხმებას“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში 9 მაისს სამხედრო ტყვეების გაცვლაა დაგეგმილი. ასევე, ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელიც რუსეთს მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარების ნებას რთავს.

„მრავალი თხოვნის გათვალისწინებით და 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში განსაზღვრული ჰუმანიტარული მიზნიდან გამომდინარე, ნება დაერთოს 2026 წლის 9 მაისს ქალაქ მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის ჩატარებას. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10 საათიდან) წითელი მოედნის ტერიტორია უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან ამოღებულ იქნას“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები