9 მაისი, შაბათი, 2026
9 მაისი, შაბათი, 2026

უკრაინის გენშტაბი – ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 8 მაისის საღამოს 22:00 საათიდან 9 მაისის დილის 8 საათამდე ფრონტის ხაზზე 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ასევე, უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 245 შეტაკება დაფიქსირდა.

შეგახსნებეთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამდღიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დათანხმდნენ, რომელიც ძალაში 9, 10 და 11 მაისს იქნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები