8 მაისი, პარასკევი, 2026
8 მაისი, პარასკევი, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი: ბრიუსელს უფრო მეტად ჰქონდა სურვილი საქართველოს ე.წ. მორჩილებაში ყოფნისა, ვიდრე საქართველო – როგორც სუვერენული და თავისუფალი ერი მასთან ყოფილიყო თანამშრომლობაში

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელს აქვს დამონების და დამორჩილების სურვილი.

„სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ ბრიუსელს უფრო მეტად ჰქონდა სურვილი საქართველოს ე.წ. მორჩილებაში ყოფნისა, ვიდრე საქართველო, როგორც სუვერენული და თავისუფალი ერი მასთან ყოფილიყო თანამშრომლობაში, დიალოგში და ჩვენი ეროვნული ინტერესების და ტრადიციების გათვალისწინებით დაახლოების პროცესში.

იმედს ვიტოვებთ, რა თქმა უნდა, რომ არის ევრობიუროკრატია, მაგრამ არის ევროპა, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი და ძლიერი ტრადიცია გააჩნია ვიდრე ბრიუსელის ბიუროკრატიას. გამომდინარე აქედან, ის ფასეულობა, რა ფასეულობებისთვისაც შეიქმნა ევროპის კავშირი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ღირებულია და საბოლოო ჯამში ეს ღირებულებები გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს. შალვა პაპუაშვილი ამ დღის მნიშვნელობასა და ევროპის როლზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა მიმართულია დაპირისპირების გაღრმავების და უთანხმოებების ზრდისკენ. ამის დასტური კი არის ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა და საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები