მამუკა მდინარაძემ, 23 აპრილს, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ახალი პოზიციიდან დაინტერესდება და კიდევ უფრო ჩაუღრმავდება აქციაზე მომხდარი ცალკეული ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობას… ფაქტობრივად ეს იყო პირობა მისი მხრიდან, რომ დაისჯებოდნენ ის ძალოვნები, რომლებმაც ცალკეულ შემთხვევებში იძალადეს,- წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.
ქართველიშვილის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” როდესაც დაინახა, რომ საქმე თითქმის ბოლომდე იყო მისული, 2 დღით ადრე მოიგონეს, რომ თითქოს თავად მიაგნეს მოძალადე სპეცრაზმელს.
მისივე თქმით, ეს ყოველივე “წინასწარ გათვლილი ტყუილია”, რათა დამნაშავის დაკავება თავიანთ მიღწევად გაეფორმებინათ.
“მამუკა მდინარაძემ, 23 აპრილს, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ახალი პოზიციიდან დაინტერესდება და კიდევ უფრო ჩაუღრმავდება აქციაზე მომხდარი ცალკეული ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობას… ფაქტობრივად ეს იყო პირობა მისი მხრიდან, რომ დაისჯებოდნენ ის ძალოვნები, რომლებმაც ცალკეულ შემთხვევებში იძალადეს.
რას აკეთებს ამ დროს ნაცმოძრაობის პროპაგანდა? როგორც კი გაიგეს, რომ საქმე ბოლოში იყო გასული – დაკავებამდე 2 დღით ადრე მოიგონეს, თითქოს თავად მიაგნეს მოძალადე სპეცრაზმელს. ცხადია ეს იყო წინასწარ გათვლილი ტყუილი იმისათვის, რომ დამნაშავის დაკავება საკუთარ თავზე გაეფორმებინა პროპაგანდას,”- წერს დავით ქართველიშვილი.









