6 მაისი, ოთხშაბათი, 2026
6 მაისი, ოთხშაბათი, 2026

კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“

დიპლომატი კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანის მიერ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მომავალი პატრიარქის არჩევნებს „ფიქცია“ უწოდა. ჟღენტი ახვლედიანს სოციალურ ქსელში „პროფესიონალ მოღალატეს“ უწოდებს.

„ნაძირალა ახვლედიანი, პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“ და ახლა კაცმა არ იცის ვინ და რა დარჩა, ბედავს ეკლესიაზე საუბარს, ეს პროფესიონალი იუდა?“, – წერს ჟღენტი.

პატრიარქის არჩევნების წინ შეტევები გააქტიურდა. „ტვ პირველმა“ ეთერი დაუთმო მეუფე ზენონს. შეურაცხყოფების გარდა იყო მძიმე ბრალდებები. შემდგომ მისი განცხადებების ტირაჟირება მოახდინეს ცალკეულმა მედიასაშუალებებმა.

კამპანიაში ჩართულები არიან პოლიტიკოსებიც ოპოზიციიდან. არმაზ ახვლედიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში იმყოფებოდა. მისი განცხადებებიც იყო იმ შეტევის გაგრძელება, რომელიც საპატრიარქოსა და პატრიარქის არჩევნებს შეეხება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კომპანია Jan De Nul N.V....