5 მაისი, სამშაბათი, 2026
5 მაისი, სამშაბათი, 2026

მორიგი რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დღეს რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ დოკუმენტს კენჭს უყრიან

მორიგი რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ – დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში კენჭს უყრიან დოკუმენტს, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს მიერ არის მომზადებული. რეზოლუციაში „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ და პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

იუკნევიჩიანეს პროექტში შესწორებები შეიტანეს, სადაც რამდენიმე ევროპარლამენტარი მედიასაშუალებების – „იმედის“, „რუსთავი2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედოს ასეთი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებს, მიჰბაძონ გაერთიანებულ სამეფოს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი მაგალითები.

უმკაცრესად გმობს ტელეკომპანიების – „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და POSTV-ის მიერ გავრცელებულ სისტემატურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას. არხების, რომლებიც მოქმედებენ, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო შტო და არა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო ევროკავშირის სანქციების გლობალური რეჟიმის ფარგლებში, თუკი ამგვარი მტრული საქმიანობა გაგრძელდება“, – წერია დოკუმენტში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები