5 მაისი, სამშაბათი, 2026
5 მაისი, სამშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი: სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას. როდესაც მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იხილოს

სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მის თავისუფლებას. ასე რომ, როდესაც ვხედავთ, რომ მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იხილოს, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი ანგარიშის პროექტზე, რომელშიც 3 ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების მოთხოვნაა გაწერილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებებით ევროპარლამენტი თავს იმკვიდრებს საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობის მემკვიდრედ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ევროპარლამენტის რიგებში „ვხედავთ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურისა თუ ელიტის წარმომადგენლებს“.

„როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე, ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით.

ამ რეზოლუციის ანგარიშის ავტორი გახლავთ ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია – რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალბატონი იუკნევიჩიანე არის ამ რეზოლუციის ავტორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები