შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე.

პაპუაშვილის შეფასებით, საელჩოს განცხადება ყალბი პათეტიკით არის გაჯერებული, ვინაიდან, სწორედ დისი ბრიტანეთი ცდილობს სანქციების დაწესების გზით ორი მედიასაშუალების – “იმედისა” და “პოს ტვ”-ის “მოკვლას”.

“როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები.” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/share/17LEhZqq3J/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...