4 მაისი, ორშაბათი, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

მოსკოვს დრონებმა შეუტიეს

უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოსკოვზე იერიში მიიტანეს: დარტყმის ქვეშ მოჰყვა ელიტური მრავალსართულიანი შენობა. ორშაბათს, ღამით, მოსფილმის ქუჩის №8 სახლის მცხოვრებლებმა აფეთქების შესახებ განაცხადეს.

დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ფასადი, რამდენიმე ბინაში კი ჩამსხვრეულია მინები. კონსტრუქციის ნამსხვრევები კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტა.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, დაადასტურა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა. მისი მონაცემებით, განადგურებულია 2 დრონი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები