ვარლამ ლიპარტელიანი: დიდია ახალგაზრდების ინტერესი და ყოველ შეხვედრაზე იმატებს მსურველთა რაოდენობა. ეს ყველაფერი ნათლად ანახებს, რომ ახალგაზრდები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები შეაფასა და განაცხადა, რომ დამსწრეთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე იმატებს.

მისი თქმით, ეს ყოველივე გამოხატავს მათ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ.

“ძალიან დიდია მათი ინტერესი. ყოველ შეხვედრაზე იმატებს დასწრების მსურველების რაოდენობა. მინდა ხაზი გავუსვა გუშინდელ შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც რუსთავში გაიმართა. ვიცით, რომ სტუდენტური ფესტივალი იწყება და ეს ყველაფერი ნათლად ანახებს იმას, რომ ახალგაზრდები სრულად უჭერენ მხარს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა”-განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...