ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგზე: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან – იქნებ, ვინმემ დაიჯეროს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების ფოტოს, რომელიც, გვარამიას მტკიცებით, “ქართული ოცნების” შიდა კვლევის მონაცემების ამსახველია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანანიძის შეფასებით, ოპოზიცია ან ვირტუალურ სამყაროშია, ან განზრახ ახორციელებენ ამგვარ ქმედებას, იქნებ, ვინმემ დაიჯეროს.

“აქ, ორიდან ერთი, რეალობაა:
ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან – იქნებ, ვინმემ დაიჯეროს,”- წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისთვის, გვარამიამ გამოაქვეყნა კვლევის სლაიდი, რომელზეც ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების” ბოლო შიდა კვლევის შედეგს ასახავს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია მმართველ პარტიას უგებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...