მედია: აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროპარლამენტთან ყველა ფორმის თანამშრომლობა შეაჩეროს

აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენთან თანამშრომლობის სრულად შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო- ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა, სადაც საკითხის განსახილველად პარლამენტის წევრებისგან შემდგარი სპეციალური კომისია შეიქმნა. გადაწყვეტილების ტექსტი დეპუტატებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზიაფატ ასგაროვმა წარუდგინა.
ინიციატივის თანახმად, აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან ყველა ფორმატის ურთიერთობას წყვეტს. გარდა ამისა, პარლამენტი დაიწყებს პროცედურებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზნით.

პარლამენტში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ევროპარლამენტის მხრიდან „ანტიაზერბაიჯანული“ ქმედებებითა და მიკერძოებული დამოკიდებულებით არის გამოწვეული. აზერბაიჯანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციები ქვეყნის მიმართ უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

პროექტი განხილვების შემდეგ კენჭისყრაზე გავიდა და პარლამენტის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაია ორჯონიკიძე: თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ “მოწმე”...

მინიმუმ 2016 წლიდან მოყოლებული რაც ამ ცოლ-ქმარს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის ლეღვის ფოთოლს ამოფარებულებს უკეთებიათ-უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოვიდეს მზის სინათლეზე,- წერს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი...