მიხეილ სააკაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელით პოლიტიკურ მანიპულაციას ეწევა: გაიხსენეთ, რას აიძულებდნენ ანწუხელიძეს, როცა აწამებდნენ- ეუბნებოდნენ “შეაგინე მიშას” და მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე

რატომ აღიზიანებთ ქოცებს გიორგი ანწუხელიძის ფიგურა განსაკუთრებით.
იმიტომ, რომ როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ “შეაგინე მიშას” და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის ამ პოსტით იმ “ოპოზიციონერებსაც” მიმართავს, რომლებიც “აქტიურად ასრულებენ შეაგინე მიშას მისიას”.

“რატომ აღიზიანებთ ქოცების გიორგი ანწუხელიძის ფიგურა განსაკუთრებით.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვერასდროს შესწვდებიან და არც ესმით მისი მოტივაცია.
მეორე, გაიხსენეთ თუ რას აიძულებდნენ მას, როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ “შეაგინე მიშას” და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე (შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო და დარწმუნდეთ) ეს პოსტი მარტო ქოცებს არ ეხებათ, არამედ იმ ხელმოცარულ “ოპოზიციონერებსაც” რომლებიც აქტიურად ასრულებენ შეაგინე მიშას მისიას.

ალვანელმა გმირმა სიკვდილის მუქარის ქვეშაც არ იკადრა ის რასაც ახლა ესენი დიდი აზარტით და განცხრომით აკეთებენ,
რატომ ახლა? იმედი ჰქონდათ რომ ხალხი დამივიწყებდა და ახლა როცა ამან არ გაჭრა და პირიქით ხდება, თვითონ გადმოვიდნენ შეტევაზე და თან სწყინთ პასუხს რატომ გვცემსო, რატომ არ ითმენს ჩვენს ნაძირლობასო.”- წერს სააკაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაია ორჯონიკიძე: თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ “მოწმე”...

მინიმუმ 2016 წლიდან მოყოლებული რაც ამ ცოლ-ქმარს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის ლეღვის ფოთოლს ამოფარებულებს უკეთებიათ-უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოვიდეს მზის სინათლეზე,- წერს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი...