29 აპრილი, ოთხშაბათი, 2026
29 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ “გახარია-საქართველოსთვის” გუნდის გამონათქვამებით,თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია – ასე არ საუბრობენ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა დიუშენით დაავადებული ბავშვები

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ “გახარია-საქართველოსთვის” გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე განაცხადა.

როგორც ლომინაძემ აღნიშნა, “გახარიას” გუნდის წევრს, ქეთევან ბაკარაძეს, ჰიპოკრატეს ფიცი დაავიწყდა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლით, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც კოლეგებს, ისე დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს.

ის ასევე დაინტერესდა, როგორც ხელმძღვანელობდა გახარიას გუნდის წევრი 8 წლის მანძილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს და განმარტა, რომ ბაკარაძემ, როგორც ექიმმა, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს გენეტიკური დაავადება და მედიკამენტი, რომელიც მის სამკურნალოდ არის გამოგონებული.

“ოპოზიციას ალბათ ეგონა, რომ მიხეილ სარჯველაძე რამეს არ უპასუხებდა, არ გაჩერდებოდა ბოლომდე, ან შეეშინდებოდა, ან უკან დაიხევდა. არა – ვინც ვიცნობთ მიხეილ სარჯველაძეს ამდენი წელია, ვიცით, თუ ვინ არის, რა წესიერი და პატიოსანი ადამიანია.

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ “გახარია-საქართველოსთვის” გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა. ქალბატონო ქეთევან, თქვენ ჰიპოკრატეს ფიცი დაგავიწყდათ? იქ წერია არ ავნოო, არა მარტო პაციენტებს, არამედ, სხვასაც არ ავნოო. თქვენ, თქვენი გამოსვლით, შეურაცხყოფა მოგვაყენეთ თითოეულ ჩვენგანს, მინისტრს, იმ ბავშვებს მიაყენეთ შეურაცხყოფა. ეს იყო ამორალური.

ჰიპოკრატემ თქვა, “არ ავნო” – თქვენ დაგავიწყდათ, სრულიად გახვედით საექიმო ჩარჩოებიდან, სრულიად გახვედით საპარლამენტო ჩარჩოებიდან. ამას არც ოპოზიცია ჰქვია. ასე არ საუბრობენ იმ სენსიტიურ თემაზე, რომელსაც დიუშენით დაავადებული ბავშვები ჰქვია, არ საუბრობენ ასე ჯანდაცვაზე, რომელშიც, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ნახეთ რა გავაკეთეთ ქვეყანაში – რამდენი იშვიათი დაავადების დაფინანსებას ვაკეთებთ აქ, ჩვენს გუნდთან, სამინისტროსთან ერთად. მხოლოდ ჯანდაცვის ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა, 5-ჯერ გაიზარდა მთლიანად სამინისტროსი იმისათვის, რომ თქვენ არ ილაპარაკოთ ასე. თქვენ 8 წელი როგორ ხელმძღვანელობდით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს? თქვენ თუ ასე ფიქრობდით მაშინ, რასაც ახლა ფიქრობთ და ამბობთ, მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. ძალიან ცუდია ქალბატონო ქეთევან. ჯანდაცვის კომიტეტში სამი წლის წინ შევქმენით ფსიქიატრიის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოპოზიციონერი “ნაციონალური მოძრაობიდან” – ერთი სიტყვა არ უთქვამს ზედმეტი, არნახული პრეცედენტი დავუშვით, ხელმძღვანელობდა და რაზე ვსაუბრობდით იცით? რა გავაკეთოთ, რით დავეხმაროთ იმ უმძიმეს პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ჩვენს ქვეყანაში ამა თუ იმ ფსიქიკური დაავადებით. თქვენ როგორ გვესაუბრებით? იცით, რომ დღეს, მსოფლიოში მიმდინარეობს 12 ათასზე მეტი საერთაშორისო კვლევა, რომელიც დიუშენის სინდრომს ეხება? იცით, რომ 31 ოქტომბერს დამთავრდება ევროპაში კვლევა, რომელიც “ეგზონ სკიპინგს” ეხება და მისი შედეგები დაიდება? იცით, რომ პირველი შედეგები უკან, ექსპერიმენტულ ნაწილში დაბრუნდა? მეტსაც გეტყვით, თქვენ, ისევე როგორც მე, როგორც ექიმმა, უნდა იცოდეთ, რას ნიშნავს გენეტიკური დაავადება და მედიკამენტი, რომელიც მის სამკურნალოდ არის გამოგონებული,” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მან ასევე ისაუბრა დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტების კვლევის შესახებ დღეის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ ბაკარაძემ გენეტიკურ პრობლემას ძალიან იოლად შეხედა, მისი გამოსვლა კი არასწორი და ამორალური იყო.

“GCA 03 და GCA 04 კვლევა მიმდინარეობს ახლა, EMA-ს თანხლებით ევროპაში და გამოქვეყნდება, რა შედეგებს მოგვცემს. თქვენ ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს და ეს არის სრულიად არასწორი და ამორალური გამოსვლა თქვენი მხრიდან, ქალბატონო ქეთევან, რაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო მართალი გითხრათ. ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ უნდა იყოთ ჩვენს გუნდთან ერთად, იმუშაოთ. გუშინ კომიტეტზე ბრძანდებოდით, ერთად ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, პეტიცია გადავუგზავნეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს კიდევ, რა ხდება და რა გავაკეთოთ ამ ბავშვებისთვის, თითოეული მშობლისთვის.

შექმნილია, იცით, ეს სამუშაო ჯგუფი და ვმუშაობთ. არ გასულა დღე, ორ წელზე მეტია ვმუშაობთ ამ საკითხზე, ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თუ რა უნდა გავაკეთოთ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისათვის. ეს თქვენ კარგად იცით, მაგრამ, რატომღაც გვერდი აუარეთ ამ თემას. ეს არის სენსიტიური თემა, ეს არის უმძიმესი, ურთულესი დაავადება და თითოეული ბავშვის სიცოცხლე არის ჩვენი ქვეყნის საზრუნავი. მაშინ, როდესაც ამდენი გამოწვევაა დემოგრაფიულ პოლიტიკაში, ამდენი გამოწვევაა DRG-ისთან დაკავშირებით და მუდმივად არის შესაძლებლობები, თქვენთან ერთად ჩვენ ეს განვიხილოთ, მაგრამ, დღეს თქვენ ყველა ხაზი გადაშალეთ ურთიერთობის და თანამშრომლობის. თქვენ გახსოვდეთ ჰიპოკრატე, წეღან რომ დააძახეთ ბატონ მიხეილს, რომელსაც სხვა ფიცი აქვს იურისპრუდენციაში დადებული, თავად გაიხსენეთ ჰიპოკრატე.

თქვენ, თქვენი სიტყვებით, დღეს ტკივილი და მავნებლობა მიაყენეთ თითოეულ იმ ბავშვს, თითოეულ მშობელს, ბატონ მინისტრს, მის გუნდს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და ცდილობს, რომ რაიმე შევძლოთ და გავაკეთოთ.

თქვენ შეკითხვა დასვით კომპანიებთან, თუ რა გავაკეთეთ – დიახ, შუამავალ კომპანიებთან საუბრები და მსჯელობა არაერთხელ გვქონდა, თუ რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთესი იყოს ამ ბავშვების მდგომარეობა, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი ასეთი მძიმე მდგომარეობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ბატონ მიხეილს არაერთხელ ჰქონდა შეხვედრა მშობლებთან. მე პირადად, არაერთ საერთაშორისო კონფერენციას დავესწარი იმ მშობლებთან და ბავშვებთან ერთად, სადაც, ექიმებთან ერთად ვმსჯელობდით, რომელი მედიკამენტი ავირჩიოთ. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე და შევასრულებთ ჩვენს სიტყვას. ბატონო მიხეილ, მადლობა თქვენ,” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები