29 აპრილი, ოთხშაბათი, 2026
29 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ჩერგოლეიშილს: ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ, და ამ ფონზე გაქვს ამბიცია, დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი? – საინტერესო სტრატეგიაა, ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა

სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ ქუთაისელებთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

როგორც ფანქველაშვილი ამბობს, მათ 50 კაციც ძლივს შეკრიბეს და თამარ ჩერგოლეიშვილმა იქაც შოუ დადგა. მისივე თქმით, მან ოპოზიციური ამომრჩევლების კითხვებს არ უპასუხა და „ნერვების აფეთქება და სცენის მოწყობა დაიწყო“.

„ჩერგოლეიშვილმა ქუთაისში ახალი პოლიტიკური ჟანრი დაამკვიდრა „როგორ არ უნდა უპასუხო ელემენტარულ კითხვას“. 50 კაციც ძლივს შეკრიბეს და იქაც შოუ დადგა: ერთი უწყინარი კითხვა დაუსვეს , რატომ ლანძღავდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი-ს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ს მხარდამჭერებს და დაიწყო ტანტრუმების სრული პერფორმანსი.

ტანტრუმები გაგრძელდა ქუთაისის უწყვეტ აქციაზე , იგივე კითხვა აქციაზეც დაუსვეს და იქაც იგივე „გენიალური“ პასუხი: ნერვების აფეთქება და სცენის მოწყობა დაიწყო .
ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ, და ამ ფონზე გაქვს ამბიცია, რომ დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი?

მართლა საინტერესო სტრატეგიაა ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა და ასე უნდა შეიცვალოს ქვეყანა.
ასე გააგრძელეთ, მართლა… კიდევ ცოტა და „გადაგვარჩენთ“ ოპოზიციის ალიანსი • Opposition Alliance
პ.ს. გვიანია და ხო შეიძლება ეს პოსტი წამოწოლილმა დავწერო ?“- წერს ფანქველაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები