პრემიერი: ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, სჭირდება გაგრძელება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში

ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა გამოწვევაზე უნდა იმუშაოს სუს-ის ახალმა უფროსმა.

„რეალურად, გამოწვევები ბევრი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო წარმატებული სამსახურის საქმიანობა, გამოწვევები რჩება საკმაოდ ბევრი. ყველა მიმართულებით არის ყურადღება და სიფრთხილე საჭირო. საფრთხეები არსად წასულა. თქვენ ხედავთ, რა მძიმე ვითარებაა ზოგადად გლობალურად, ჩვენს რეგიონში, ჩვენს გარშემო. ასეთ პირობებში საჭიროა მუდმივი სიფრთხილე, სიფხიზლე. ასევე, ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა გააკრიტიკა. აბაშიძის შეფასებით, სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და...