28 აპრილი, სამშაბათი, 2026
28 აპრილი, სამშაბათი, 2026

გრეტა წიწავა: ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ხალხი კეთილდღეობაზე- ეს ყველაფერი საქმით დადასტურებულია. ხოლო უსამშობლო რადიკალების „სეზონური ალიანსებისთვის“ თუ „თემატური გაერთიანებებისთვის“, ქვეყნის წინსვლა უდრის მათ უკუსვლას! ამის შეგუება უჭირთ, მაგრამ მოუწევთ -ასეთია ნება ქართველი ხალხისა

„მინდა შევეხო რადიკალური ოპოზიციის სეზონურ გაერთიანებას და მათ მიერ დაანონსებულ ლიმიტირებულ შეხვედრებს კარდაკარ თუ სოფელ-სოფელ, რომელიც მორიგი დავალებაა მათი გარეუფროსების მხრიდან. ბოლო ორ არჩევნებს თუ გავიხსენებთ და ამ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის ვაიმდგომარეობას, ხალხი კარგად ხედავს, როგორ არიან გადასულები მილევად რეჟიმში, მაგრამ პოლიტიკური გამჩენი ქვეყნის მიღმა არ ასვენებთ და უწევთ ასე ერთმანეთის წიოკში ურთიერთობა“-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

წიწავას შეფასებით, სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია- ყველა ეს პოლიტიკური ფიგურები ოპოზიციაშიც აგრძელებენ ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

„სააკაშვილის, ბოკერიას, გვარამიას და ძმანი მათზე , ქართულ საზოგადოებას რაც ახსენდება, ეს არის ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ბევრი ტრაგიკული ისტორია. ხანდახან შემოგვაპარებენ სიტყვათაწყობას – „ რა დროს მაგ ისტორიების გახსენებაა“-ო, უკაცრავად, თქვენ გინდათ უთხრათ ადამიანებს და ოჯახებს, რომლებმაც ეს ტრაგედიები და ტკივილები გადაიტანეს- დაივიწყონ ყველაფერი? ამ ტრაგედიების შემქმნელებმა და განმახორციელებლებმა , განახლებული პიჯაკებით და მენტორული ხმით, მორიგი დავალება მიიღეს, შემდეგ თავის თავს შემოუძახეს და გადაწყვიტეს – მოგიკაკუნონ კარებზე და ბოდიშის მოუხდელად გითხრათ -„არაუშავს რომ გაწამებდით“, და ხმაში რიხიც კი გაურიონ “ რითი ვერ დაივიწყეთ ეს ჩვენი წამებაო“ ხელისუფლებაში რომ იყვნენ და მავნებლობდნენ ეს ვიცით და ვიგემეთ, მაგრამ მათზეა ნათქვამი „ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო“ და ოპოზიციაშიც გააგრძელეს შეძლებისდაგვარად მავნებლობა – ბოლო წლების განმავლობაში მათი მავნებლობის ღია მაგალითები სად არ გვხვდება- ქვეყნის შიგნით თუ ევროსტრუქტურების დერეფნების მისადგომებთან.

საინტერესოა აღნიშნული ალიანსის წარმომადგენლები, ხალხთან შეხვედრას რომ აანონსებენ – რას იტყვიან მოზარდებში ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით? ან ოჯახურ ღირებულებასთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვთ? უნდა გააუქმონ კანონები, რომლის გაუქმებასაც ევრობიუროკრატები უსამართლო რეზოლუციებში თავში და ბოლოში დაჟინებით რომ მოითხოვენ? მილიონ ორასიათასამდე ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი – ეს იმას ნიშნავს რომ მხარი დაუჭირა მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ხალხის კეთილდღეობაზე, მშვიდობის განმტკიცებაზე, ქვეყნის წარმატებაზე – და ეს ყველაფერი არის საქმით დადასტურებული . ხოლო უსამშობლო რადიკალების „სეზონური ალიანსებისთვის“ თუ „თემატური გაერთიანებებისთვის“, ქვეყნის წინსვლა უდრის მათ უკუსვლას! ამის შეგუება უჭირთ, მაგრამ მოუწევთ -ასეთია ნება ქართველი ხალხისა! მიუხედავად გამოწვევებისა და მასში გაზავებული ზოგ-ზოგიერთი ევრობიუროკრატის გესლისა – ქართველი ხალხის გულიანი მხარდაჭერით ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც“- განაცხადა გრეტა წიწავამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები