27 აპრილი, ორშაბათი, 2026
27 აპრილი, ორშაბათი, 2026

მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინას შესაძლოა მოუწიოს ტერიტორიული დანაკარგის აღიარება ევროკავშირში გაწევრიანების გზის გასაკვლევად: “ზელენსკის ჰქონდა გაწევრიანების იდეა 2027 წლის პირველ იანვარს, ეს არ გამოვა. 2028 წლის პირველი იანვარიც კი არარეალისტურია”

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა იძულებული გახდეს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილები შეიძლება კიევის კონტროლის მიღმა დარჩეს რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, და ასეთი დათმობები დაუკავშიროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” წერს.

“გარკვეულ მომენტში უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას; გარკვეულ მომენტში, იმედია, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას. შემდეგ შეიძლება მოხდეს ისე, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი აღარ იყოს უკრაინის საკუთრება”, – განუცხადა მერცმა სტუდენტებს კარლ დიდის გიმნაზიაში, მარსბერგში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქში.

“თუ პრეზიდენტ (ვოლოდიმირ) ზელენსკის სურს ამის შესახებ საკუთარ მოსახლეობას აცნობოს და უმრავლესობის მხარდაჭერა მოინდომოს და მას ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება სჭირდება, მაშინ, ამავდროულად უნდა უთხრას ხალხს: “მე გაგიხსენით გზა ევროპისკენ”, – დასძინა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა შეიქმნას სწრაფი გაწევრიანების მოლოდინი და განაცხადა, რომ უკრაინა ვერ შეუერთდება ბლოკს ომის პირობებში, ასევე, მანამდე უნდა დააკმაყოფილოს მკაცრი კრიტერიუმები, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

“ზელენსკის ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების იდეა 2027 წლის პირველ იანვარს. ეს არ გამოვა. 2028 წლის პირველი იანვარიც კი არარეალისტურია,” – თქვა მერცმა.

“როიტერის” ინფორმაციით, მან შესთავაზა შუალედური ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის დამკვირვებლის როლები ევროკავშირის ინსტიტუტებში, რამაც, მისი თქმით, ფართო მოწონება დაიმსახურა ევროპელი ლიდერების მხრიდან გასულ კვირას კვიპროსში გამართულ სამიტზე, რომელსაც ზელენსკი დაესწრო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები