25 მარტი, ოთხშაბათი, 2026
25 მარტი, ოთხშაბათი, 2026

გიორგი გაბუნია: საქართველომ არასოდეს უნდა დაუშვას, ხელისუფლებაში მოვიდეს გარედან მართული ძალა. მათი ერთადერთი მიზანია დესტრუქცია და რადიკალიზაცია, რასაც ქვეყანა არ დაუშვებს. გაიხედეთ, გარეთ რა ხდება, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ყველგან ტყვია გავარდა და ამ ურთულეს გარემოში საქართველოში არა მხოლოდ მშვიდობაა, არამედ ეკონომიკა ვითარდება

საქართველოში არსებობს რადიკალური ძალა და არა ოპოზიცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ძალა ქვეყანას არასოდეს დაემუქროს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

გიორგი გაბუნიას თქმით, საქართველო ატარებს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რადიკალური ძალა კი ანტიეროვნული და გარედან მართულია.

„საქართველომ არასოდეს უნდა დაუშვას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს გარედან მართული ძალა მაშინ, როცა თავად აღიარებენ, რომ ისინი გარედან იმართებიან, მუდმივი კონტაქტი აქვთ გარე დამფინანსებლებთან და პატრონებთან. ეს ადამიანები იმუქრებიან, რომ ხელისუფლებაში მოვლენ, გეკითხებით, როგორ მოვლენ? არჩევნებში არ მონაწილეობენ, პარლამენტში არ შემოვიდნენ. მათი ერთადერთი მიზანი ძალადობა და რევოლუციური პროცესებია. გასული არიან ლეგალური პოლიტიკური სივრციდან. ეს ძალები პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ იღებენ, შესაბამისად, მათი ერთადერთი მიზანია დესტრუქცია და რადიკალიზაცია, რასაც ქვეყანა არ დაუშვებს. თითქოს, ეს სიტყვები გაცვდა, მაგრამ გაიხედეთ, გარეთ რა ხდება, გინდათ, ჩრდილოეთში, გინდათ სამხრეთში, ყველგან ომია. ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ყველგან ტყვია გავარდა და ამ ურთულეს გარემოში საქართველოში არა მხოლოდ მშვიდობაა, არამედ ეკონომიკა ვითარდება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები