25 მარტი, ოთხშაბათი, 2026
25 მარტი, ოთხშაბათი, 2026

მარიამ ლაშხი: ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება. საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში

ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც აშშ-ში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად იმყოფება.

„ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება. საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში. გაეჟღერებინა ის ძირითადი მიმართულებები და პრინციპები, რასაც საქართველო ემსახურება. ჩვენ ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობაც მოგვეცა როგორც დელეგაციების წარმომადგენლებთან, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა ლაშხმა.

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში 23 მარტს გაემგზავრა. 24 მარტს მან მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმართა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები