24 მარტი, სამშაბათი, 2026
24 მარტი, სამშაბათი, 2026

მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიცია და აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით – ლევან მაჭავარიანი

“ბოლო წლების განმავლობაში რომ გადავხედოთ, მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიები გვახსოვს ძალიან ბევრი,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.

ის ეხმიანება საკითხს, რომლის მიხედვითაც, სანამ საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება, ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელში სიძულვილის კამპანია არ წყდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ ცალკეული პირების მხრიდან შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებები ვრცელდება.

“ამ დღეებშიც ვუყურებდით რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ქცევას. ეს ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა, ვინაიდან, მთელი ბოლო წლების განმავლობაში რომ გადავხედოთ, მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიები გვახსოვს ძალიან ბევრი. იხილეს ამ უცხო ძალებმაც, რომლებიც არაკეთილმოსურნეები არიან ჩვენი ქვეყნის, რომ ამ დახარჯულმა უამრავმა ასობით მილიონმა, აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გამოიწვია მათთვის სასიკეთოდ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის იდენტობა, ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები