საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას.
განსაკუთრებული მადლიერებით მსურს აღვნიშნო ის სითბო, ერთიანობა და სოლიდარობა, რომელსაც მუდამ ვგრძნობთ თქვენგან და ეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებით. მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი ერთიანობა არის ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და უკეთესი მომავლის საფუძველი”, – წერს კირცხალია.









