24 მარტი, სამშაბათი, 2026
24 მარტი, სამშაბათი, 2026

თამარ ტალიაშვილი: მელანია ტრამპის უშუალო მოწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია. იგი დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს სამიტში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში

მელანია ტრამპის უშუალო მოწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია, – განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, იგი დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს სამიტში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში.

„მელანია ტრამპის უშუალო მოწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია. იგი დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, ამერიკული მხარის განცხადებით, ისტორიულ თეთრი სახლის სამიტში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში. ამ სამიტისა და ღონისძიებების ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში გაიმართება უმაღლესი რანგის შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობენ 45 ქვეყნის წარმომადგენლები. ესენი იქნებიან მინისტრები, პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე ტექნოლოგიური და გლობალური კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ისაუბრებენ 45 ქვეყნის კოალიციის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ ტექნოლოგიების ეპოქაში ბავშვების, მოზარდების უსაფრთხოება და დაცულობა.

საქართველოს პირველი ლედი მონაწილეობას მიიღებს მიღებაში, რომელსაც უშუალოდ უმასპინძლებს ამერიკის პირველი ლედი, ქალბატონი მელანია ტრამპი“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები