21 მარტი, შაბათი, 2026
21 მარტი, შაბათი, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ. არ ველით თქვენგან დიდსულოვნებას, რომ თუნდაც ამ დღეებში ბოდიშს მოუხდით მის უკვდავ სულს

„უწმინდესმა ჯერ თავისი სიცოცხლით და ახლა უკვე გარდაცვალებით, სრულად გაანადგურა ქართული რწმენისა და იდენტობის მტერი. დღეიდან ახალი ეპოქა იწყება – უწმინდესის დანატოვარის გაფრთხილების და ამისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის სიცოცხლეში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, ცრუ დემოკრატიის ავტორებს, პატრიარქმა მისი ლანძღვა სიცოცხლეშივე აპატია, მაგრამ ქართველი ხალხი არავის აპატიებს რწმენის და ღირსების შეურაცხყოფას.

„მთელი მსოფლიო ხედავს თუ რა ხდება საქართველოში, ეს 4 დღეა, როგორ დგას მთელი ერი ფეხზე მისი ღვაწლმოსილი პატრიარქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. როგორ ტირის ქალი და კაცი, დიდი თუ პატარა, როგორ დგანან ახალგაზრდები რიგში დღე და ღამე, ეს ის ახალგაზრდობაა, ვისი წართმევაც სურდა მტერს, მაგრამ ვერ წაგვართვეს, ეკლესიამ დაიტოვა მის წიაღში და ეს სწორედ ჩვენი ბრძენი პატრიარქის დამსახურებაა.

მძიმეა ეს დღეები, მაგრამ ამასთანავე, საამაყოც. უწმინდესმა თავისი გარდაცვალებით მსოფლიოს აჩვენა ქართველი ხალხის რწმენის ძალა და დედა ეკლესიისადმი სიყვარული. ეს ის რწმენაა, მან რომ დათესა ჩვენში და ახლა დროა შედეგის მიღების. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ პატრიარქის გარდაცვალებით შესუსტდება ქართველი ერი, შეხედოს საქართველოს და მიხვდება, რომ ამაოა მათი მცდელობა.

უწმინდესმა ჯერ თავისი სიცოცხლით და ახლა უკვე გარდაცვალებით, სრულად გაანადგურა ქართული რწმენისა და იდენტობის მტერი. დღეიდან ახალი ეპოქა იწყება – უწმინდესის დანატოვარის გაფრთხილების და ამისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის სიცოცხლეში.

ვუყურებ ამ დღეებს და ერთადერთი, რაც მახსენდება, არის უწმინდესის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებული მოთხოვნა, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმებაზე. მინდა მათ მივმართო – ცრუ დემოკრატიის ავტორებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ! არ ველით თქვენგან დიდსულოვნებას, რომ თუნდაც ამ დღეებში ბოდიშს მოუხდით თქვენგან ბევრჯერ გულნატკენი პატრიარქის სულს, მაგრამ იქნებ ეცადოთ მაინც?

თქვენ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით, ჩვენი ღვაწლმოსილი პატრიარქის ლანძღვით დაუპირისპირდით მთელს ერს, რისიც არ გჯეროდათ და იმედია, დღეს უკვე დარწმუნდით.

პატრიარქმა ყველას აპატია, მაგრამ არა მგონია ქართველმა ხალხმა ვინმეს აპატიოს მისი რწმენის და ღირსების შეურაცხყოფა, ან თუნდაც, მისი ანდერძის უპატივცემულობა. აქამდე უწმინდესი მიგვიძღოდა წინ და აწი მისგან გაზრდილი თაობები გაუძღვებიან საქართველოს.

დიახ, პატრიარქის ეპოქა არ დასრულებულა, მისი სურვილების განხორციელება აწი იწყება!“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The New York Times: პატრიარქი...