20 მარტი, პარასკევი, 2026
20 მარტი, პარასკევი, 2026

ზაალ მიქელაძე: პატრიარქმა შეძლო უმთავრესი მისიის შესრულება: გვასწავლა ღვთისა და ადამიანის სიყვარული და ზეციურ დასს შეერთებული გაგვინათებს მომავლის იმედს

„ამ მწუხრის დღეებში, ჩვენი ქვეყნის შვილებმა ერთად გავიაზრეთ ნახევარი საუკუნის მანძილზე მისგან ნაქადაგები ყოველი სიტყვა,“ – წერს სოცაილურ ქსელში „ხალის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე პატრიარქის გამოსამშვიდობებელ პოსტში.

ზალ მიქელაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატრიარქის უდიდესი ღვაწლი აისახა მრევლის სიმრავლეში, რომელიც ულევ ნაკადად სამების საკათედრო ტაძრისკენ მასთან გამოსამშვიდობებლად მიემართება.

„გვიყვარხარ პატრიარქო!
საქართველომ დაკარგა ერის სულიერი მამა. თითოეული ჩვენგანი ამ მწუხარების ჟამს სიამაყითაც აღივსო, რომ ჩვენ ვართ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს თანამედროვეები.
ამ მწუხრის დღეებში, ჩვენი ქვეყნის შვილებმა ერთად გავიაზრეთ ნახევარი საუკუნის მანძილზე მისგან ნაქადაგები ყოველი სიტყვა…

სიყვარული და სათნოება მოფინა ჩვენს სამშობლოს და სრულიად მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს. ვხედავ რა, ჩვენი ხალხის ულევ ნაკადს მისი უწმინდესობის გამოსამშვიდობებლად დღე-ღამე რიგში მდუმარედ მდგომს, ვაცნობიერებ, რომ, პატრიარქმა შეძლო ამქვეყნად ხორცშესხმულმა უმთავრესი მისიის შესრულება: გვასწავლა ღვთისა და ადამიანის სიყვარული და ზეციურ დასს შეერთებული გაგვინათებს მომავლის იმედს. მადლობა პატრიარქო!“ – წერს ზაალ მიქელაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The New York Times: პატრიარქი...