4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ – სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, საზოგადოებას მიმართავს, დაიმახსოვრონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკობს და ხალხის მწუხარებას დასცინიან.

ის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ასეთ ადამიანებს სახეში უნდა შეაფურთხონ და აღნიშნულ მოწოდებაზე პასუხისმგებლობასაც იღებს.

“ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ!!! სრულიად ვიზიარებ და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ მოწოდებაზე!” – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.