ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„გავითვალისწინოთ იმ ოჯახების და არასრულწლოვანების ინტერესი, რომლებიც „ფრესქულში“ დადიოდნენ, რომლებიც ემზადებოდნენ რომ პირველ კლასში შესულიყვნენ წელს და მათ მოუწიათ განათლების რეფორმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20267-2027 წელს დაშვებული იქნება ერთჯერადი გამონაკლისი და ამ წელს ყველა შევა სკოლაში, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. 2027 წლიდან რეფორმა დაუბრუნდება ისევ იმ მიმართულებას, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტულად სასკოლო მიმართულებით“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...