16 მარტი, ორშაბათი, 2026
16 მარტი, ორშაბათი, 2026

ჯაბა ხუბუა: ერთადერთი პერსონა, ვინც შეიძლება ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდეს, სააკაშვილია – კოლექტიური სანაცეთის ნარატივი ბიძინა ივანიშვილის ჰააგაში გასამართლების შესახებ, მათი რადიკალურად განწყობილი ელექტორატისათვის გულის მოსაფხანად თუ გამოდგება

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, ბიძინა ივანიშვილის ჰააგის სასამართლოში გასამართლებასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი აზრით, რადიკალების ელექტორატის გულის მოსაფხანად ვრცელდება.

ხუბუა X-ზე წერს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს, მიხეილ სააკაშვილია, მის მიერ ჩადენილი სისტემური წამების და ომის დანაშაულისთვის.

„საქართველოს დღევანდელ სინამდვილეში ერთადერთი პერსონა, ვინც შეიძლება, ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდეს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც არამხოლოდ სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რეჟიმი შექმნა, არამედ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან ერთად, ომის დანაშაულები ჩაიდინა. რაც შეეხება კოლექტიური სანაცეთის ახალ, ყოვლად ფანტასმაგორიულ ნარატივს ბიძინა ივანიშვილის ჰააგაში გასამართლების შესახებ, ეს მხოლოდ მათი რადიკალურად განწყობილი ელექტორატისათვის გულის მოსაფხანად თუ გამოდგება, ფხანა კი, მოგეხსენებათ, ქეცმა იცის,“- წერს ჯაბა ხუბუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები