16 მარტი, ორშაბათი, 2026
16 მარტი, ორშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება. მეორეს მხრივ, ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის

საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ, მაინც ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან მედიასთან საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს მოლოდინი, თუმცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ამჯერად კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ელიან.

„ფაქტია, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით USAID-თან დაკავშირებით, ამერიკული ფულით საქართველოში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობაზე, ეს ყველაფერი დაადასტურა თავად ტრამპის ადმინისტრაციამ. დახურა ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ჩართული იყვნენ ამგვარ მავნებელ საქმიანობაში. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით არაფორმალურ მმართველობაზე, ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ და ფაქტობრივად ტრამპი თავის პოლიტიკურ მტრებად აცხადებს იმ ძალებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მტრობენ საქართველოს. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, რომ ვერ ვხედავთ აქტიურ ნაბიჯებს, ეს გარკვეულწილად სამწუხაროა. თუმცა, ის მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები