გიორგი გამსახურდია ჯანგირაშვილზე: ეს მოაზროვნე ემბრიონი იძახის, ბიძინასთვის ისეთი მნიშვნელოვანია ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომ კობახიძესთან გამართა კონსულტაციები – ნამუსის ნატამალი რომ გააჩნდეს, ბიძინას სახელს საერთოდ არ უნდა ახსენებდეს

ძალიან სუსტი პროპაგანდა აქვთ. აქტორები ხომ პლინტუსს დაბლა, – ასე აფასებს გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, “მოსკოვის მექანიზმის” გამო, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე დაიბარა.

გამსახურდია, ნინო ჯანგირაშვილს, “მოაზროვნე ემბრიონს” და “უჩა აბაშიძის ფაილების ფიგურანტს” უწოდებს. როგორც ის აცხადებს, ჯანგირაშვილს რომ ნამუსი ჰქონდედ, ივანიშვილის სახელს არ უნდა ახსენებდეს.

“აი ეს მოაზროვნე ემბრიონი იძახის, რომ ბიძინასთვის ისეთი მნიშვნელოვანი არის ე.წ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომ კობახიძესთან გამართა კონსულტაციები. თან საკმაოდ განერვიულებული ყოფილა ბიძინა.

ეხლა აქ რა ხდება, ეს უჩა აბაშიძის ფაილების ფიგურანტი, მიყვება რადიკალების ხაზს, ჯერ საჯაროდ რომ არ იყო ცნობილი ე.წ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა და უკვე აპოკალიფსის დაწყებას რომ გვამცნობდნენ.

ისე ამ ქალს ნამუსის ოდნავი ნატამალიც რომ გააჩნდეს, ბიძინას სახელს საერთოდ არ უნდა ახსენებდეს, მაგრამ ეს და ნამუსი, ვირი და კრიალოსანივით არის,” – წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების...

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება,...