დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას: ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს – ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო

ექსპერტი დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ “დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობების შექმნაზე, რომელშიც „ქართული ოცნება“ თავისუფალი არჩევნების შედეგად დამარცხდება და ამის წინაპირობა არის არა მარტო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, არამედ მთლიანი ატმოსფეროს შეცვლა”, ამბობს, რომ ულტიმატუმებს მის მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს.

“ჯერ ერთი, ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს – 5 კაციანი პარტიის პირობებში, მეორე, ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი თორემ არ დაგელაპარაკებიო (smiley)
მართლა რა ვუთხარი ნაცებს, შენ რომ ჰყავდი ინტელექტუალად.

საკუთარ თავზე შეყვარებული შლეგი ნარცისების სბროდის გურუ”- წერს ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების...

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება,...