თენგიზ შარმანაშვილი დავით დარჩიაშვილის განცხადებაზე: არ არსებობს არა გლობალური ქსელი ? გინდა დიფ სთეითი დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციონერ დავით დარჩიაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია თავადვე აღიარებს გლობალური ქსელის არსებობას, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა მას “დიფ სთეითი” ერქმევა თუ სხვა სახელი.

“არ არსებობს არა გლობალური ქსელი ? გინდა დიფ სთეითი დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია, გინდა გლობალური კეთილშობილური გაერთიანება. თავად ამბობენ, მოუსმინეთ.” – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების...

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება,...