14 მარტი, შაბათი, 2026
14 მარტი, შაბათი, 2026

დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი – გვემუქრებიან, რომ თავიანთი საცოდავი აკაცუკები ეგებ დაიცვან. ამაოა მათი ეს მოლოდინიც!

როგორც კი 2026 წლის 29 იანვარს ეუთოს 23-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ აამოქმედა „მოსკოვის მექანიზმი“, სრულიად ნათელი იყო, რომ ამ ე.წ. მისიას უბრალოდ უნდა დაედასტურებინა წლების განმავლობაში შეთითხნილი ანტიქართული ცრუ დასმენები ვითომცდა საქართველოში ადამიანის უფლებების ‘მძიმე დარღვევეის” შესახებ – მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დევნის, გამოხატვისა და სიტყვის თავიუფლების შეზღდუდვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, თვით მოსახლეობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით აკრზალული ქიმიური იარაღის გამოყენების და სხვ. აბსურდული ბრალდებები, – წერს პოლიტოლოგი, დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პრაქტიკამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსგავსი დოკუმენტებით „აკაცუკების შეგულიანებით შექმნილ პრობლემას“ ქართული საზოგადოება მარტივად მოერევა.

რაც შეეხება თავად დასკვნას, ზარდიაშვილის თქმით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ევროპული სტრუქტურები, მათ შორის, ეუთოც, გადაგვარებული და მთლიანად დისკრედიტირებულია.

„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა. ამ ანგარიშში მოყვანილია არა დადგენილი ფაქტები (ასეთი საერთოდაც არ იკითხება დოკუმენტში) , არამედ მხოლოდ უკიდურესად ტენდენციური ინტერპრეტაციები ავადმყოფური ფანტაზიით გამოგონილი ფაქტების შესახებ.

თავადვე აღნიშნავენ, რომ ფაქტების დამდგენი ეს მისია სულ რაღაც ორი კვირა მუშაობდა და ბუნებრივია, ამ აბსურდულად შეზღუდულ ვადაში რაიმე სერიოზული კვლევა ერთობ სადავო გარემოებათა შესახებ, რაც ამ დოკუმენტში მოყვანილ ე.წ. ფაქტებს უკავშირდება, ყოვლად წარმოუდგენელია. ეს დრო ერთი ფაქტის გადამოწმებასაც კი არ ეყოფოდა იმ რესურსით, რაც ამ მისიას გააჩნდა. უბრალოდ სისულელეა და არც არავინ დაიჯერებს, რომ ეს ე.წ. მისია რაიმე ფაქტობრივ გარემოებათა შესწავლაზე საერთოდაც თუნდაც ერთი წუთითაც მუშაობდა.

იმთავითვე, როგორც კი 2026 წლის 29 იანვარს ეუთოს 23-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ აამოქმედა „მოსკოვის მექანიზმი“, სრულიად ნათელი იყო, რომ ამ ე.წ. მისიას უბრალოდ უნდა დაედასტურებინა წლების განმავლობაში შეთითხნილი ანტიქართული ცრუ დასმენები ვითომცდა საქართველოში ადამიანის უფლებების ‘მძიმე დარღვევეის” შესახებ – მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დევნის, გამოხატვისა და სიტყვის თავიუფლების შეზღდუდვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, თვით მოსახლეობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით აკრზალული ქიმიური იარაღის გამოყენების და სხვ. აბსურდული ბრალდებები. აქამდე ჩატარებული არაერთი კვალიფიციური გამოძიების მიერ ეს ბრალდებები სრულად უარყოფილია, როგორც ყოვლად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა დეზინფორმაცია, უმრავლეს შემთხვევებში კი როგორც საღი აზრის საწინააღმდეგო სპეკულაცია.

გაოგნებას იწვევს ამ დოკუმენტის კატეგორიულად მცდარი და მავნე “მიგნებები” თუ დასკვნები; განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ე.წ. რეკომენდაციები, რაც საქართველოს სუვერენიტეტზე უტიფარი თავდასხმის კიდევ ერთი ფუჭი მცდელობაა.
ამაზრზენია პირდაპირი შანტაჟი და მუქარები, რაც ამ დოკუმენტის ნამდვილ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს.

გვემუქრებიან იმის გამო, რომ ვბედავთ და ვიცავთ საკუთარ სახელმწიფოებრიობას და არ ვთმობთ იმ ფუძემდებლურ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“.

ეს დოკუმენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ევროპული სტრუქტურები, მათ შორის, ამ შემთხვევაში – ეუთოც, სერიოზულად გადაგვარებულია, მთლიანად დისკრედიტირებული და ყოვლად ფუჭი. მათ არავითარი პოზიტიური როლი აღარ გააჩნიათ, არავისთვის, გარდა საკუთარი თავისა, ე.ი. ევრობიუროკრატიისა, არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ და ოდენ პრობლემებს წარმოშობენ. ამიტომაც, რაც მალე მოხდება მათი ლიკვიდაცია, მით უკეთესია ევროპელი ერებისთვის.

ცხადია, საუკეთსო გამოსავალი იქნებოდა ასეთი მავნე და საშიში ორგანიზაციებიდან საქართველოს გამოსვლა (როგორც აშშ გამოვიდა ყოვლად უსარგებლო და მავნე მთელი რიგი საერთაშორისო სტრუქტურებიდან), მათთან ურთიერთობების შეწყვეტა, მაგრამ ასეთი მკვეთრი ნაბიჯი გამოიწვევს ესკალაციას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის, ვინაიდან უარესი ვნების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

იძულებულები ვართ ავიტანოთ და დაველოდოთ, როდის ამოჭამს საკუთარ თავს მსგავსი ჭირი. ეს უფრო უსაფრთხოა. ზედმეტი რეაქციაც არ არის საჭირო. დაე, წერონ და ილაპარაკონ, სანამ ნისკარტი გაუცვდებათ. ბევრს ვერაფერს დაგვაკლებენ. მსგავსი დოკუმენტებით აკაცუკების შეგულიანებით შექმნილ პრობლემას კი, როგორც ეს პრაქტიკამ არაერთგზის დაამტკიცა, იოლად მოვერევით.

ასევე: ისინი ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. გვემუქრებიან იმიტომ (მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალზე გადაცემითაც კი, რაც წრეგადასული თავხედობაა!), რომ თავიანთი საცოდავი აკაცუკები ეგებ დაიცვან. ამაოა მათი ეს მოლოდინიც!“ – წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები