ირაკლი წერეთელი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: გაუმარჯვოს აშშ-ს,რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ

პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ არ შეუერთდა 24 ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ ანგარიშს და ამ ქვეყნების მიერვე გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ის აღნიშნავს, უმრავლესობამ არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთურმოქმედება და საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა.

„დიდება უფალს და გაუმარჯვოს აშშ-ს,რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ! 54 ქვეყნიდან 33 ქვეყანამ ანუ უმრავლესობამ არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთურმოქმედება! საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა და საქართველო აუცილებლად დაიფრენს ღმერთისა და სარწმუნოების მოღალატე ამ თახსირბაშებს!“- წერს წერეთელი.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების...

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება,...

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გადასვლას უკავშირდება.

ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით,...

საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით, წამახალისებელი...

შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში...

„ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი,...