ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. პარალელურად, ოპოზიცია ხალხს ეუბნება – ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა – ტყუილი და უმეცრება ოპოზიციის უცვლელი ხაზია!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ ისინი ტყუილს და არაკომპეტენტურ ინფორმაციას ავრცელებენ.

ანანიძეს მაგალითად მოჰყავს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ საქართველოს ჰქონდეს მწვავე რეაქცია ირანთან მიმართებაში, ამავდროულად კი ისინი ხალხს ატყუებენ თითქოს რუსეთი ირანში მარცხდება, ამ დროს კი რუსეთს ნავთობთან დაკავშირებული სანქციები მოეხსნა.

„ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. პარალელურად, ოპოზიცია ხალხს ეუბნება – ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა და დღეში ასეულობით მილიონ შემოსავალს იღებს. ტყუილი და უმეცრება ოპოზიციის უცვლელი ხაზია!“- წერს ცოტნე ანანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი...

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ...