13 მარტი, პარასკევი, 2026
13 მარტი, პარასკევი, 2026

ლიზა გეგეჭკორი: იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეშიო – გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ და გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე

იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი კლინიკაში იყო, კარგად ვიცით ქართველებმა ამ ხალხის ზრახვები და მიზნები, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

ლიზა გეგეჭკორის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მმართველ ძალას და ქვეყნის დასაცავად ქართველი ერი უკან დახევას არ აპირებს.

„იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი კლინიკაში იყო, კარგად ვიცით ქართველებმა ამ ხალხის ზრახვები და მიზნები, გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ და გინდ ბრიუსელის, მითქვამს და ვიმეორებ, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე, არავინ არ აპირებს უკან დახევას, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ვუდგავართ ჩვენს მთავრობას გვერდში ჩვენი პატარა, მაგრამ მრავალჭირნახული ქვეყნის დაცვის საქმეში!“- წერს ლიზა გეგჭკორი.

ცნობისთვის, ეუთო-მ 12 მარტს გამოაქვეყნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები