მარკეტა გრეგოროვა „ქრონიკის“ ჟურნალისტს: მე მთავრობის მედიას არ ვესაუბრები და თქვენ საერთოდ აკრძალული უნდა გქონდეთ ევროპარლამენტში ყოფნა

მე მთავრობის მედიას არ ვესაუბრები და თქვენ საერთოდ აკრძალული უნდა გქონდეთ ევროპარლამენტში ყოფნა, – ასე მიმართა „ქრონიკის“ ჟურნალისტს ევროპარალამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

„ქრონიკის“ კითხვას, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის ფედერაციიდან თანხას იღებს, ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას გაღიზიანება მოჰყვა.

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „ეს პირველად მესმის თქვენგან”, – უპასუხა ხოშტარიას შესახებ დასმულ კითხვას გრეგოროვამ.

აქვე გრეგოროვამ „ქრონიკის” გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ მათ ევროპარლამენტში მუშაობა აკრძალული უნდა ჰქონდეთ.

„თქვენ „იმედიდან” ხართ? თქვენ აქ უნდა იყოთ დასანქცირებული. მე მთავრობის მედიას არ ვესაუბრები და თქვენ საერთოდ აკრძალული უნდა გქონდეთ ამ შენობაში ყოფნა“, – მიმართა „ქრონიკის“ ჟურნალისტს გრეგოროვამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია: როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს...

"ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არ ახალია“,- განაცხადა ფრაქცია...