ყველამ გამოაჩინა თავისი სახე, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაა, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მარკეტა გრეგორევას ქმედების შეფასებისას.
მისივე თქმით, მარკეტა გრეგორევა არის მეკობრეების პარტიის წევრი და ეს ფაქტი ბევრს მეტყველებს მასთან დაკავშირებით და როგორც ერთ-ერთი მეკობრე, თავს ესხმის მედიას.
„ეს არის იმის მსგავსი, ყველაზე მარგინალური ადამიანი ქართულ პოლიტიკაში რომ ლაპარაკობდეს ჩეხეთის პოლიტიკაზე და თავს ესხმოდეს მედიას – სასაცილოა.
ამ ყველაფერს სერიოზული გააზრება სჭირდება. ჩვენ და აშშ როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ხაზს ვუსვამთ, რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიჰყავს დღევანდელ ბრიუსელს ევროკავშირი. სულ უფრო აკლდება მას ნიშნები ევროპულობის და მხოლოდ სახელად რჩება ევროპული, არის ჩვეულებრივი კავშირი, რომელიც უფრო მეტად ხდება საბჭოთა შინაარსის, ვიდრე ევროპული შინაარსის. ის, ვისაც საბჭოთა კავშირი აქვს ამას პირდაპირ ვხედავთ. ჩანს პირდაპირ, ვგრძნობთ, ვხედავთ, გვახსენდება ის ესთეტიკა, ის შინაარსი, რაც იყო საბჭოთა კავშირში, ის დამოკიდებულება რაც იყო, ზუსტად ერთი-ერთში რეინკარნაცია ხდება ამ ყველაფრის დღევანდელი ბრიუსელის მეშვეობით ევროკავშირში და ეს არის სამწუხარო.
ჩვენ ვუფრთხილდებით ევროკავშირს და ევროპას. სინამდვილეში ჩვენ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ვართ დღეს ევროკავშირის დამცველები. დღეს ევროპის თავზე მომსხდარი არიან ევროპულობის მტრები, რომლებიც აცლიან ევროკავშირს, რაც არის ევროპული და მას აქცევენ საბჭოთა კავშირის 21-ე საუკუნის ანალოგიად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მე მთავრობის მედიას არ ვესაუბრები და თქვენ საერთოდ აკრძალული უნდა გქონდეთ ევროპარლამენტში ყოფნა, – ასე მიმართა „ქრონიკის“ ჟურნალისტს ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.









