როგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას? – მან არასამთავრობო ორგანიზაცია 2024 წელს ჩეხეთში დაარეგისტრირა

როგორ ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას?- მან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, ჩეხეთში დაარეგისტრირა.

ასოციაციის წესდებაში, რომელიც 2024 წლით თარიღდება, აღნიშნულია, რომ “სამოქალაქო იდეის” იურიდიული მისამართი მდებარეობს პრაღაში.

“ასოციაცია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, არასამთავრობო, არაკომერციული ასოციაცია, რომლებიც გაერთიანდნენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იდეების მხარდასაჭერად და გასავრცელებლად, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიულზე გადადიან,” – ვკითხულობთ წესდებაში.

წესდების შინაარსთან დაკავშირებით დამფუძნებლების შეთანხმების ოქმზე, ფიქსირდება როგორც ხიდაშელის, ისე დავით უსუფაშვილის ხელმოწერები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები რეგისტრაციისთვის უცხო ქვეყნებს ირჩევენ, ვინაიდან, საქართველოში მოქმედი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია კოტე კემულარიას განცხადებაზე: პოლიტიკურად საკონსტიტუციოში სამართლდება ის ძალა, რომელიც...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოტე კემულარიას განცხადებაზე, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობის" დროს, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებში პროკურატურის ჩარევაზე გაამახვილა...