ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით

ძალიან კარგად თქვა პრემიერ მინისტრმა, ნულს პლუს ნული არის ნული. სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის ალიანსზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიცია გარე დავალების შესაბამისად მოქმედებს და ერთი და იგივე წრეზე დადის.

“ერთი და იგივე წრეზე დავდივართ რიტორიკით, სახეებით, სცენარებით. ახლა დადგა ისევ საკითხი: მოდით თქვენ უნდა შეიკრათ, ერთი პოლიტიკური გვამი უნდა გაგემიჯნოთ, მესამე პოლიტიკური გვამი უნდა იდოს პარლამენტში”, – აღნიშნა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი სამხარაძე: ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ...

ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის, ნამდვილებისთვის! დიახ, ყველაფერი ნათელია,...