ჯაბა ხუბუა: ვინც დღეს უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, უკანა რიცხვით უკრავს ტაშს ნაცრეჟიმის მიერ ,,იმედის” დარბევას, ისინი არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისგან, ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან

ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმაზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ 2007 წლის 7 ნომებერს “იმედის” დარბევასაც ტაშს უკრავს.

მისი შეფასებით, “იმედისა” და “პოს ტვ”-ის სანქცირებით გახარებული ადამიანები არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისაგან და ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან.

“უკლებლივ ყველა, ვინც დღეს უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული ტელეარხების დასანქცირებით ხარობს, უკანა რიცხვით უკრავს ტაშს ნაცრეჟიმის მიერ ,,იმედის” დარბევასა და ოკუპაციას. ისინი არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისგან. ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან,”- წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

https://x.com/i/status/2027028564084736122

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ევროკომისია, გაფართოების ანგარიშში, „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებს საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს,...

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული. საუბარია 2024-2025 წლებში პარლამენტთან და პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ...