25 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026
25 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026

ვასილ მაღლაფერიძე: უპირობოდ მხარს დავუჭერ ტელეკომპანია „პოსტვის“ და ტელეკომპანია „იმედს“!!! თქვენი მუქარები …. აიკარით, ვინც შეგიშინებიათ, ისინი შეაშინეთ!

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანიებს, „იმედსა“ და „პოსტვის“ მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რაც შემეძლება, გვერდში დავუდგები და უპირობოდ მხარს დავუჭერ ტელეკომპანია “პოსტივის” და ტელეკომპანია “იმედს”!!! სამი ძახილის ნიშანი!

P.S. და კიდო ერთი, შინაურსაც ეხება და გარეულსაც – თქვენი მუქარები …. აიკარით, ვინც შეგიშინებიათ, ისინი შეაშინეთ!”- წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები