ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერი თანაგრძნობას უცხადებს ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.

ჯამლეტ ხუხაშვილმა, როგორც ყველასათვის საყვარელმა და ცნობილმა სპორტის კომენტატორმა, სახელი გაითქვა თავისი გამორჩეული სტილის დამსახურებით. მის სახელს უკავშირდება როგორც პირადი წვლილი ქართული სპორტის განვითარების საქმეში, ისე მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

ჯამლეტ ხუხაშვილი ასევე იყო ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების დიდი ქომაგი და თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი.

თანაგრძნობას ვუცხადებ ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...