ქეთევან მიქიაშვილი: მაგდა მამუკაშვილი არ თმობს ერთ-ერთი ყველაზე გაიძვერა აქტივისტის სტატუსს. ერთხელ დააჯარიმეს და ტირილი დაიწყო ფული ამიგროვეთო, მეორედ, მანქანა დაუყადარეს და ისევ ტირილი დაიწყო – ესენიც უგროვებენ ამ ფულს. თავად ყველაფრიდან სუფთად გამოდის და ამათ აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს

არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის ფეისბუქ სტატუსის ე.წ სქრინს აქვეყნებს, რომელიც ნიკა გვარამიას “ტვ პირველში” სტუმრობას და მომდევნო არჩევნებისთვის მზადებაზე მის განცხადებას ეხება. მამუკაშვილი პოსტში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში ოპოზიცია ყველა არჩევნებს წააგებს და საინტერესოა, გვარამია როგორ არწმუნებს ხალხს, რომ გამარჯვება შესაძლებელია.

მიქიაშვილი ამბობს, რომ თავად მამუკაშვილი ყველაფრიდან სუფთად გამოდის და სხვებს აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს.

“მაგდა მამუკაშვილი არ თმობს ერთ-ერთი ყველაზე გაიძვერა აქტივისტის სტატუსს. გუშინ, გვარამიამ ტრაპაიძესთან ეთერში თქვა მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას ვიწყებთო და მაგაზე წერს. თითქოს ხომ აქტიურია, ორგანიზატორობასაც ითავსებს, სოციალურ ქსელში 24/7-ზე პოსტავს, ოპოზიციის “კრიტიკოსობასაც” ცდილობს… ამ დროს პატიმრობას რომ თავი დავანებოთ, რაც მის შემთხვევაში არც მომხდარა – ერთხელ დააჯარიმეს და ტირილი დაიწყო პირდაპირ ეთერში, ფული ამიგროვეთო, მეორედ, მანქანა დაუყადარეს და ისევ ტირილი დაიწყო – ბავშვები დამყავს სკოლაში და ფული ამიგროვეთო, გუშინ შუა გზაზე გაჩერებული მანქანის გამო ბენზინი რომ არ მიუცუნცულა ხალხმა მაგაზე ამუნათა ერი. ესენიც უგროვებენ ამ ფულს. თავად ყველაფრიდან სუფთად გამოდის და ამათ, ამ უტვინო ქვასროლიებს – აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს. ახლა რომ ვუფიქრდები შეიძლება მიზანმიმართულიც გამოდის”- წერს მიქიაშვილი.

https://www.facebook.com/share/p/1AedNgeTxg/?mibextid=wwXIfr

მსგავსი სიახლეები

დავით ქართველიშვილი Euronews-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შესახებ: საერთაშორისო...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Euronews- ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, ...

ეკა სეფაშვილი: მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია,...

პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეაფასა და განაცხადა, რომ დოკუმენტში...

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ...

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველაზე რბილი შეფასება იქნება რომ ვთქვათ, ასეთი უზუსტობების დაშვება იმიტომ, რომ ნათლად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაჰბრალდეს პოლიტიკური...

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ...

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა და...