22 თებერვალი, კვირა, 2026
22 თებერვალი, კვირა, 2026

შალვა პაპუაშვილი გია ნოდიას: ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, შეგახსენებთ, თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული

ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, არ შეიძლება არ შეგახსენოთ, რომ თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი გია ნოდიას გაცხადებას გამოეხმაურა.

„ვინაიდან თქვენ ახსენეთ „იმედი“ და მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, არ შეიძლება არ შეგახსენოთ ერთი რამ. როდესაც „იმედზე“ საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ. თუ გაყალბებაზეა საუბარი, იმ არჩევნებზე რა კითხვები იყო, კი გეცოდინებათ, მაშინ დამკვირვებელი იყავით თუ არ ვცდები არჩევნების. ასე რომ ალბათ აქ [განცხადებებში] უფრო მორიდებული უნდა ყოფილიყავით“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ გია ნოდიას.

გია ნოდიამ საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ არ გაჰკვირვებია, როდესაც უამრავმა ადამიანმა უარი თქვა დებატებში მისვლაზე, თავადაც ყოყმანობდა, რადგან „იმედი“ „მთავრობის ჯიბის ტელევიზიაა“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები