22 თებერვალი, კვირა, 2026
22 თებერვალი, კვირა, 2026

შალვა პაპუაშვილი რაქვიაშვილს: როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისი დეკლარაცია სრულად გამოქვეყნდა, მან შეავსო თავისი ფინანსების წარმოშობა. მის მიერ დაფუძნებული პარტია სრულად არის გამჭვირვალე

როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისი დეკლარაცია სრულად გამოქვეყნდა, მან შეავსო მისი ქონების, ფინანსების წარმოშობა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“.

„ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია სრულად არის გამჭვირვალე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი დაინტერესდა, რამდენი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო წელს პარტია „ქართული ოცნების“ დაფინანსებაში, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა – არაფერი.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი შემოწირულობით არის სრულად თვითკმარი და ზედმეტი ჩარევები თუ დახმარებები არ სჭირდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები