22 თებერვალი, კვირა, 2026
22 თებერვალი, კვირა, 2026

ლევან მახაშვილი: ჩვენ რომ ამ კანონმდებლობით თავი არ დაგვეცვა, დღეს იარაღით ხელში მოგვიწევდა ამ ქვეყნის დაცვა უცხოური გარე ჩარევების წინააღმდეგ

„პრინციპი არის ძალიან მარტივი და ეს არ არის მხოლოდ ქართული პრინციპი, ამ პრინციპზე თანხმდება ყველა, შიგნითაც და გარეთაც, რომ ვინც პოლიტიკაში ერევა, ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, ყველა მათგანის საჯაროობა და გამჭვირვალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ ქართულ პოლიტიკაში, ქართველი ხალხის ნებართვის და თანხმობის გარეშე, უცხოური ფული არ ტრიალებდეს.

„განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, ვხედავდით რა მდგომარეობა იყო გარშემო, ჩვენ რომ ამ კანონმდებლობით თავი არ დაგვეცვა, დღეს იარაღით ხელში მოგვიწევდა ამ ქვეყნის დაცვა უცხოური გარე ჩარევების წინააღმდეგ.

რაც შეეხება აღიარება-არაღიარების თემას, ხან ვფიქრობ, უბრალოდ ორი სიტყვა ამოიკითხეს კანონიდან და შემდეგ ამით დასკვნების გამოტანას ცდილობენ. ამ კანონპროექტის აღწერაში არის ჩამონათვალი, რა ერთობლიობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს სისხლის სამართლის სასჯელი. თავიდან როგორ დაიწყო გახსოვთ ხომ? თავიდან დაიწყო უბრალოდ სიძულვილის ენით, შემდეგ გადავიდნენ კეფაში ტყვიების მუქარით, შემდეგ გადავიდნენ ჩემს კოლეგებთან, ქალ პარლამენტარებთან მივარდნებით, ბავშვების მუქარით და ა.შ. აი, ასე ნელ-ნელა, ვითომ არაფერი ხომ? ვითომ „რუსო“ ვიძახე, ვითომ მერე რა, არ გაღიარე, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით 4 ოქტომბრამდე ხელისუფლების ძალადობის გზით დამხობის მცდელობამდე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ასეთი გამოვლინება, რომელმაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ ვნახეთ პრაქტიკაში, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიყვანა ძალიან მძიმე დანაშაულებამდე, თავიდანვე რომ იყოს ეს გადაზღვეული ამ ნაწილში.

მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მითუმეტეს ასეთ საგიჟეთში, სადაც იმყოფება დღეს მსოფლიო, ასეთ დროს ქვეყანა მაქსიმალურად იყოს დაცული მავნე უცხოური ჩარევებისგან. საბოლოო ჯამში, მიზანი სწორედ ეს არის, რომ ქართულ პოლიტიკაში, ქართველი ხალხის ნებართვის და თანხმობის გარეშე, უცხოური ფული არ ტრიალებდეს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები